Wednesday, April 27, 2011

იაპონიის კატასტროფამ ნათლად აჩვენა ის, თუ რამდენად მყიფე გახდა მსოფლიოს ეკონომიკა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქარხნებმა წარმოება შეანალეს იმის გამო, რომ ნაწილების დეფიციტს განიცდიან, მაგრამ პრობლემების გადალახვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი ფუკუსიმაში ბირთვულ კატასტროფასთან დაკავშირებული ვითარება არ გაურესდება.
ტოკიოდან მულფინგენამდე და კიუნცელზაუმდე დაახლოებით ცხრა ათასი კილომეტრია, მაგრამ იაპონიის დამანგრეველ ტალღას დიდი დრო არ დასჭირდა იმისთვის, რომ გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ბადენ-ვიურტემბრგის ფედერალური მიწის ამ ორ ქალაქამდე მოეღწია. ამ რეგიონში რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის საწარმო მუშაობს, მაგალითად EBM Papst და Ziehl-Abegg, რომლებიც მსოფლიოში ვენტილატორების და ვენტილაციის სპეციალიზებული სისტემების წამყვანი მწარმოებლები არიან.
ჩვეულებრივ ეს კონკურენტი კომპანიებია, თუმცა დღეს ერთ ბედქვეშ აღმოჩდნენ. ერთ-ერთი საკვანძო მომმარაგებელი, იაპონიის ჩრდილოეთში მდებარე გიგანტ Toshiba-ს ქარხანა, რომელიც კომპიუტერულ მიკროსქემებს აწარმოებს, მწყობრიდან გამოვიდა. მართალია ქარხანაზე უფრო დეტალური ინფორმაციის მოძიება რთულია, თუმცა ყველა ის ცნობა, რაც გერმანული კომპანიების ტოპ-მენეჯერებამდე აღწევს იმას მოწმობს, რომ მიწისძვრამ და ცუნამმა მიკროსქემების ქარხანა სერიოზულად დააზიანა.
„თუკი მომარაგება შეფერხდება, შეიძლება მთელი საწარმოო პროცესი გაჩერდეს“ – აცხადებს Ziehl-Abegg-ის ხელმძღვანელი პიტერ ფენკელი.
„ველოდებით რომ ჩვენი მომარაგების ხაზები ერთი ან ორი კვირით გაჩერდება“ – ამბობს კომპანია EBM Papst-ის წარმოების ხელმძღვანელი ჰანს-იოჰენ ბაილკე.
მართალია იაპონიის კატასტროფის მასშტაბი ბოლომდე ჯერ ცხადი არ არის, თუმცა დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა რომ არსებული ეკონომიკური ზარალი სერიოზულია. მსოფლიოს მესამე ეკონომიკა იაპონია საქონელს მთელ მსოფლიოს აწვდის. იაპონური კომპანიები მსოფლიო ბაზრებს აწვდიან მეხსიერების თანამედროვე მიკროსქემებს, ბრტყელეკრანიან ტელევიზორებს, კამერებს და ავტომობილებს. ფრანგული ბანკის Crédit Lyonnais-ის შეფასებით, მსოფლიოს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის 20%-ით იაპონია ამარაგებს.
გამანადგურებელმა მიწისძვრამ და ცუნამიმ, რომელიც ქვეყანას 12 დღის წინ თავს დაატყდა (რასაც ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოჰყვა), სერიოზულად შეამცირა წარმოება. სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს, თუკი „ფუკუსიმას“ ატომური ელექტროსადგურის ბირთვულ რეაქტორებზე ფართომასშტაბიანი კატასტროფის აღკვეთის მცდელობები მარცხით დასრულდება.

No comments:

Post a Comment